Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება პროექტების მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსის (რექტორის ბრძ. 198/01-01, 19.07.2024) მიზანია უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.


კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ავტორმა (ავტორთა კოლექტივმა) უნდა წარმოადგინოს პროექტი (მოთხოვნების შესაბამისად (რექტორის ბრძ. 247/01-01, 13.09.2024 ), მათ შორის:

1. პროექტის აღწერა (მოკლე ანოტაცია) დამტკიცებული პროგრამის კურიკულუმთან შესაბამისობის დადასტურებით (შესაბამისი სილაბუსი); სილაბუსის არარსებობის შემთხვევაში - პროგრამის კურიკულუმთან შესაბამისობის დასაბუთება;

  • სახელმძღვანელოს სარჩევი;
  • სახელმძღვანელოს სავარაუდო სტრუქტურა;
  • გამოსაყენებელი სავარაუდო ლიტერატურა;

2. არასასურველი რეცენზენტები (არაუმეტეს 5-სა. სახელისა და გვარის მითითებით);

3. ავტორის(თა) სრული CV.

 

პროექტებს განიხილავს კონკურსის კომისია.

 

პროექტების მიღება იწარმოებს 2-11 ოქტომბერს ფაკულტეტის კანცელარიაში (ოთახი 108) განაცხადის ფორმა ;

კომისიის დასკვნა - არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა;

ფაკულტეტის საბჭოზე გატანა და დამტკიცება;

ფაკულტეტის საბჭოს მიერ შერჩეული განცხადების შესახებ აკადემიური საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება  1 ნოემბერი (ბრძ. 248/01-01, 13.09.2024)

 

ორიგინალური ან სათარგმნი სახელმძღვანელოს მიმართ წაყენებული მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ ფაილში.